Wednesday, July 9, 2008

გადატანის წესები
-----------------------ასე.
გაგიჭირდება-
მაგრამ თუ დაივიწყებ,
რომ-ცოცხალს ვერ მიუსწარი,
რომ-ბოლო შეხვედრისას,
მოგეჩვენა- მხრებში მოხრილი.
მოიხდი ვალს.
შეასრულებ რიტუალებს-
რაც მას-აღარ!
ცოცხლად დარჩენილებს-უფრო სჭირდება
და გამოგონილ საზრუნავებში,
გადაიტან მა- მას.
მას-
ვისაც არასდროს უთქვამს:
"ქმარი-ხეებს ფოთლად ასხია",
რომ-ჯერ მამაა,
მერე ქმარი-
რომელსაც დაფშვნი- მარცვალ-მარცვალ,
მუხლქვეშ გაიფენ და
ამგვარად- თუ გადაიტან
... ................................................­..
შეხედე, დე!
აი- ერთ მარცვალში- ჩაგსვი.
დარჩი!

Tuesday, July 8, 2008

ტუსაღი

შემოდი!
ჩემთან არ ღრჭიალებს-კარის ნერვები.
თვალებს ცხაურებს არ შეაჭრი-
ცაში- ფრანი ავუშვათ!
შემოდი!
ოღონდ-შავი ბოტასები
ზღურბლთან დატოვე-
შენი ბავშვობის
მერცხლებამოქარგულ
ფაჩუჩებს მოგიტან.

ჩემს მკითხველს

რა არის მთავარი -
სული თუ სხეული?
ძვირფასო, თქვენ ეძებთ -
ეძებთ და პოულობთ ბარათებს.
რომელიც გგონიათ
იოლი -
მსუბუქი -
ნარნარი გაფრენა...
და თუმცა რაც არი -
ცრუა თუ მართალი,
გიყვებათ განცდილ და
გამოვლილ ფათერაკს.
სხეულმა გადმოგცათ
სხვა სულის ნიშანი -
მაგონებს რატომღაც -
სირანო ბერჟერაკს.