Wednesday, July 9, 2008

გადატანის წესები
-----------------------ასე.
გაგიჭირდება-
მაგრამ თუ დაივიწყებ,
რომ-ცოცხალს ვერ მიუსწარი,
რომ-ბოლო შეხვედრისას,
მოგეჩვენა- მხრებში მოხრილი.
მოიხდი ვალს.
შეასრულებ რიტუალებს-
რაც მას-აღარ!
ცოცხლად დარჩენილებს-უფრო სჭირდება
და გამოგონილ საზრუნავებში,
გადაიტან მა- მას.
მას-
ვისაც არასდროს უთქვამს:
"ქმარი-ხეებს ფოთლად ასხია",
რომ-ჯერ მამაა,
მერე ქმარი-
რომელსაც დაფშვნი- მარცვალ-მარცვალ,
მუხლქვეშ გაიფენ და
ამგვარად- თუ გადაიტან
... ................................................­..
შეხედე, დე!
აი- ერთ მარცვალში- ჩაგსვი.
დარჩი!

2 comments:

Mimos said...

ვაიმე, რა კარგი რენუარი ხარ შენ!

და კი, უნდა დარჩნენ მშობლები... :)

ცქნაფა said...

მომენატრე რენუარ, დედი... ხომ გეძახდი ასე? :) მკურნალი ლექსები გაქვს დე.