Tuesday, July 8, 2008

ჩემს მკითხველს

რა არის მთავარი -
სული თუ სხეული?
ძვირფასო, თქვენ ეძებთ -
ეძებთ და პოულობთ ბარათებს.
რომელიც გგონიათ
იოლი -
მსუბუქი -
ნარნარი გაფრენა...
და თუმცა რაც არი -
ცრუა თუ მართალი,
გიყვებათ განცდილ და
გამოვლილ ფათერაკს.
სხეულმა გადმოგცათ
სხვა სულის ნიშანი -
მაგონებს რატომღაც -
სირანო ბერჟერაკს.

1 comment:

Mimos said...

***
ვით პარიზში არის თაღი
ეტუალის,
აქაც არის ერთი კარგი
რენუარი.


მე მოვიგონე, რენუარო - ბაობაბთან რო ვიყავი, იქა ვთქვი და აქაც წამოვიღე. ნეტავ, სწორად თუ მახსოვს და ის მართლა "ეტუალის თაღია"? რა ვქნა, ნიჭი ხო გაწვდენაზეა და ვერ მასწავლეს სკოლაში ეს ფრანგული, თორემ ხომ გავიგებდი ეხლა უცბათ?