Tuesday, July 8, 2008

ტუსაღი

შემოდი!
ჩემთან არ ღრჭიალებს-კარის ნერვები.
თვალებს ცხაურებს არ შეაჭრი-
ცაში- ფრანი ავუშვათ!
შემოდი!
ოღონდ-შავი ბოტასები
ზღურბლთან დატოვე-
შენი ბავშვობის
მერცხლებამოქარგულ
ფაჩუჩებს მოგიტან.

2 comments:

სანათა said...

ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა... გამრავლება და მკითხველის არ დალევა შენი სულის ნაჟურებსა...

Mimos said...

სარენუარო ჰაიკუ

ბოლოს - გასცემს,
ნაწილს - უარი...
ეგეთა ლექსს -
სწერს რენუარი.